Was die Aufzeichnungen sagen
- Wann
- 1569
- Art
- Schlacht
- Koordinaten
- 41.58° N, 44.56° E
Platziert: town its title names, Partskhisi.
ფარცხისის ბრძოლა (1569)
ფარცხისის ბრძოლა 1569 – ბრძოლა ქართველთა და ყიზილბაშთა ლაშქარს შორის. ირანის შაჰმა განჯაში შაქისა და ყარაბაღის ლაშქარი შეკრიბა, დაიქირავა საშამხლოს რაზმები და საქართველოში გაგზავნა ქართლის მეფის სიმონ I-ის წინააღმდეგ. მოღალატე აზნაური კახაბერ ყორღანაშვილი მიეგება მტერს გზაზე და მეგზურად წაუძღვა. ბრძოლა გაიმართა სოფელ ფარცხისთან. მიუხედავად მტრის სიჭარბისა, ქართველებმა მედგრად შეუტიეს და უკუაქციეს იგი.
Aus Wikipedia (Georgisch), CC BY-SA · Artikel lesen